რუსული კანონი

სასამართლომ აქციაზე დაკავებული არასრულწლოვანი უდანაშაულოდ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ენუქიძემ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული არასრულწლოვანი, გიორგი მელიქიშვილი უდანაშაულოდ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

მედიის თანახმად, მელიქიშვილს ბრალდების მხარე წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა. ენუქიძემ პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის გამო მელიქიშვილს სიტყვიერი შენიშვნა მისცა, ხოლო წვრილმან ხულიგნობას, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ადგილი არ ჰქონია.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დაცვის მხარეს ამ საქმეზე 30-მდე მოწმე ჰყავდა წარმოდგენილი, თუმცა მოსამართლემ მათი გამოკითხვა საჭიროდ არ მიიჩნია. მელიქიშვილმა პოლიციელების წინააღმდეგ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სარჩელი შეიტანა, სადაც სამართალდამცველების მხრიდან გამოჩენილი ძალადობის ფაქტების გამოძიებას ითხოვს.

კომენტარები