ევროკავშირი

უნგრეთი არ აპირებს ECJ-ის მიერ დაწესებული €200 მილიონის ოდენობის ჯარიმის გადახდას

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი
REUTERS/Johanna Geron

უნგრეთი არ აპირებს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (ECJ) მიერ დაწესებული ჯარიმის გადახდას. ამის შესახებ უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ბენსე რეტვარიმ ისაუბრა. 

ECJ-მ უნგრეთს ევროკავშირის თავშესაფრის კანონის დარღვევისთვის ჯარიმის სახით €200 მილიონის გადახდა დააკისრა. 

უნგრეთის შს მინისტრის მოადგილის მიხედვით, ჯარიმა არაპროპორციულია და გამოიყენება როგორც პოლიტიკური წნეხის მოხდენის ინსტრუმენტი უნგრეთის "არალეგალური მიგრაციის" პოლიტიკის წინააღმდეგ.

მან ასევე განმარტა, რომ ბრიუსელმა უნგრეთს, პირიქით, ევროკავშირის საზღვრის დაცვისთვის ანაზღაურება უნდა დაუწესოს. 

2020 წლის დეკემბერში სასამართლომ დაადგინა, რომ ვიქტორ ორბანის მთავრობამ თავშესაფრის მიღების პროცედურები შეზღუდვა მათთვის, ვინც უნგრეთში საერთაშორისო დაცვას ითხოვდნენ. შესაბამისად, უნგრეთის ხელისუფლებას ბრალად დაედო სატრანზიტო ზონებში აპლიკანტების უკანონო დაკავება, რაც სასამართლოს მიხედვით მათი უფლებების დარღვევაა, ვინაიდან კანონის მიხედვით, აპლიკანტებს უფლება აქვთ დარჩნენ უნგრეთის ტერიტორიაზე სანამ თავშესაფრის მიღებაზე უარის თქმით გამო აპელაციაზე საბოლოო პასუხს მიიღებენ. 

მას შემდეგ, რაც უნგრეთმა იგნორირება გაუკეთა 2020 წლის განჩინებას, ევროკომისიამ ორბანის მთავრობის წინააღმდეგ ახალი სამართლებრივი ზომები მიიღო და შედეგად ECJ-მ უნგერთს ჯარიმა დააკისრა.

კომენტარები