იტალია

მედია: იტალიამ გერმანულ სამხედრო კომპანია Rheinmetall-ს 550 ტანკი შეუკვეთა

AgenziaNova

იტალიამ გერმანულ სამხედრო კომპანია Rheinmetall-ს 550 ტანკი შეუკვეთა. როგორც ცნობილია, იტალიამ 350 Lynx-ის ტიპის და 200 Panther-ის ტიპის ტანკს მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Handelsblatt-ი კომპანიაში მომუშავე წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 550 ტანკს იტალია თანდათანობით, 15 წლის მანძილზე მიიღებს. შეკვეთის ჯამური ღირებულება 20 მილიარდი ევროა. 550 ტანკთან ერთად იტალია დამხმარე ტრანსპორტს და აღჭურვილობას მიიღებს, ტანკების შეკეთებისა და გარემონტებისთვის. Handelsblatt-ის ინფორმაციით, კონტრაქტი იტალიასა და Rheinmetall-ს შორის უახლოეს დღეებში გაფორმდება. 

კომენტარები