ყაზახეთი

კიევში გარდაიცვალა ყაზახი ოპოზიციონერი, რომელიც გასულ თვეში დაჭრეს

ყაზახური ოპოზიციური YouTube-არხი "ბასეს" შემქმნელი, აიდოს სადიკოვი, რომელსაც გასულ თვეში ესროლეს, კიევის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ინფორმაცია ოპოზიციონერის ცოლმა, ნატალია სადიკოვმა გაავრცელა. მისი თქმით, კაცის სიკვდილი ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ "თოყაევის სინდისზეა".

სადიკოვს თავს 18 ივნისს დაესხნენ. ეჭვმიტანილები ყაზახეთის მოქალაქეები, ალთაი ჟაკანბაევი და მეირამ კარატაევი არიან. გამოძიების მიხედვით, ეს უკანასკნელი ოპოზიციონერის მანქანას მიუახლოვდა მაშინ, როცა კაცი თავის ცოლთან ერთად იჯდა და მას თავის არეში ესროლა.

ეჭვმიტანილები თავდასხმის შემდეგ მოლდოვაში გადავიდნენ. მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. სადიკოვი ჭრილობის შედეგად კომაში იყო ჩავარდნილი.

ჟაკანბაევი 21 ივნისს ყაზახ სამართალდამცველებს ჩაბარდა. უკრაინა მისი ექსტრადირების მოთხოვნას აპირებდა, რასაც ყაზახეთის მთავრობა არ აპირებდა.

ცოლ-ქმარს ჰქონდა YouTube-არხი, რომელსაც მილიონზე ოდნავ მეტი გამომწერი ჰყავდა. განოქვეყნებულ ვიდეოებში ისინი ყაზახეთის მთავრობას აკრიტიკებდნენ.

სადიკოვი 2014 წლიდან უკრაინაში ცხოვრობდა. 2023 წელს ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციონერი შუღლის გაღვივებაში დაადანაშაულა და მასზე ძებნა გამოაცხადა.

კომენტარები