საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები 2024

ეგზიტპოლებით, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების 1-ელ ტურში ლე პენის პარტია ლიდერობს

მარინ ლე პენი და მისი პარტია ეროვნული გაერთიანების (RN) პრემიერობის კანდიდატი, ჯორდან ბარდელა
Julien de Rosa/AFP/Getty Images

IFOP-ის, Ipsos-ის, OpinionWay-ისა და Elabe-ის ეგზიტპოლების მიხედვით, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის პარტია ეროვნული ერთობა (RN) ხმების 34%-ით ლიდერობს.

ამავე მონაცემებით, მემარცხენე კოალიციამ ახალი სახალხო ფრონტი (NFP) დაახლოებით 29%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა, ხოლო მესამე ადგილზე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ცენტრისტული გაერთიანება ხმების 20.5-23%-ით გავიდა. ამას გარდა, ეგზიტპოლების მიხედვით, მემარჯვენე რესპუბლიკელებმა (LR) ხმების 10.5% მოიპოვეს.

Elabe-ის თქმით, არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 7 ივლისს გაიმართება, ეროვნულმა ერთობამ და მისმა მოკავშირეებმა შესაძლოა 260-310 მანდატის მოპოვება შეძლონ. Ipsos-ის გათვლებით კი ეროვნული გაერთიანება 230-280 მანდატს დაიკავებს.

საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში სრული უმრავლესობისთვის 289 ადგილის მოპოვებაა საჭირო.

საფრანგეთის დროით 17:00 საათისთვის არჩევნებში მონაწილეობა დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა თითქმის 60%-ს ჰქონდა მიღებული, რაც 20%-ით აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს.

კომენტარები