ჩრდილოეთ კორეა

2022 წელს ჩრდილოეთ კორეამ 22 წლის კაცი K-pop-ის მოსმენის გამო საჯაროდ სიკვდილით დასაჯა

BeFunky

ჩრდილოეთ კორეაში 22 წლის მამაკაცი სამხრეთ კორეული მუსიკის მოსმენის, სამხრეთ კორეული ფილმების ყურებისა და მათი გავრცელების გამო საჯაროდ სიკვდილით დასაჯეს

შემთხვევა დეტალურადაა აღწერილი ჩრდილოეთ კორეაში ადამიანის უფლებების 2024 წლის ანგარიშში, რომელიც სამხრეთ კორეის გაერთიანების სამინისტრომ 27 ივნისს გამოაქვეყნა. ანგარიში აერთიანებს ჩრდილოეთ კორეიდან გაქცეული 649 ადამიანის ჩვენებას. 

ერთ-ერთი გამოქცეულის ანონიმურ ჩვენებაზე დაყრდნობით, ახალგაზრდა მამაკაცი, სამხრეთ ჰუანგჰეს პროვინციიდან, სიკვდილით 2022 წელს დასაჯეს. მას ბრალი ედებოდა 70 სამხრეთ კორეული პოპ-სიმღერის, 3 სამხრეთ კორეული ფილმის ყურებასა და მათ გავრცელებაში. ახალგაზრდა მამაკაცმა ჩრდილოეთ კორეაში 2020 წელს მიღებული კანონი დაარღვია, რომელიც "რეაქციული იდეოლოგიისა და კულტურის" აკრძალვას ითვალისწინებს. 

ანგარიშში ასევე მიმოხილულია ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების მცდელობები და ფხენიანის უწყვეტი ძალისხმევა, განსაკუთრებით ახალგაზრდებისკენ მიმართული, მაქსიმალურად აღკვეთოს გარე ინფორმაციული ნაკადის შემოდინება და უცხო კულტურის პოპულარიზაცია ქვეყნის შიგნით.

კომენტარები