ბოლო დღეებში, ყველა ფეხბურთით, ყველა სპორტით ცხოვრობს და დღევანდელი დღეც ამით იყო გამორჩეული. დღეს, ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცა ჯილდო, როგორც უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს. დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი, სახელმწიფოს ვალია დიასპორაზე ზრუნვა, უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე ზრუნვა და მათი საქართველოსთან კავშირის შენარჩუნება, დამყარება, სახელმწიფო მოქმედებს, სწორედ, ამ პასუხისმგებლობით. დღევანდელი დღეც არის ამის გამოხატულება, დღეს დაჯილდოვდა არა ერთი დიასპორის წარმომადგენელი იმ განსაკუთრებული დამსახურებისთვის, რომელიც მათ მიუძღვით ქვეყნის წინაშე. საკუთარი საქმიანობით ეს ადამიანები აძლიერებენ ჩვენს ქვეყანას, გააქვთ ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ და მათი საქმიანობა იმსახურებს დაფასებას.
tbl.ge/6tru
დაკოპირდა

უთხრა ჟურნალისტებს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმის დასრულების შემდეგ.
ამავე თემაზე
- კობახიძე: შემაშფოთებელია, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს დანიას ადამიანის უფლებების კუთხით
- კობახიძე: არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა აღგვითქვა სრული მხარდაჭერა
- კობახიძე: ღარიბაშვილმა ბევრი რამე გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის
- კობახიძე ელჩებზე: დაკავებული არიან საქართველოში რადიკალიზაციის გაღვივებით
- კობახიძემ ალბანეთში სამიტის ფარგლებში ვუჩიჩთან, ორბანთან და ფიცოსთან შეხვედრები გამართა




