ლარი დოლართან 3.26 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 3.41 თეთრით. 25 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8357 ლარია, ერთი ევროსი - 3.0410 ლარი.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.87 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.09 თეთრი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.83 ლარია, ევროსი - 3.04 ლარი.
რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან 168 700 000 აშშ დოლარი გაყიდა.