პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ლგბტ უფლებების შემზღუდველი "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვნების დაცვის შესახებ" კანონპროექტი 1-ლი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.
იქამდე, კანონპროექტს 1-ლი მოსმენით მხარი ადამიანის უფლებათა დაცვის, განათლების, დარგობრივი ეკონომიკისა და ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დაუჭირეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 4 ივნისს ლგბტ უფლებების შემზღუდველი "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის შესახებ" კანონის პაკეტი წარადგინა და დაასახელა 8 საკითხი, რომელიც მოწესრიგებული იქნება აღნიშნული 19 კანონის მეშვეობით.





