არჩევნები 2024

ბოკერია ემიგრანტებზე: აქტიურმა ადამიანებმა უნდა მოახდინონ სხვების მოტივირება

მე მგონია, რომ აქ ცენტრალიზებული მიდგომა არ იმუშავებს, პოლიტიკურ პარტიებს, რა თქმა უნდა, როლი გვაქვს, ჩვენ გვქონდა ამ თემებზე საუბარი რამდენიმე ძალიან აქტიურ ჯგუფთან უცხოეთში, რომლებიც მუშაობენ და მე ვთვლი, რომ ძალიან კარგი პროცესი მიდის, როცა ადამიანები ასეთ ჯგუფებს ქმნიან და თვითონ ორგანიზდებიან...

...მე მგონია, რომ აქტიურმა ადამიანებმა უნდა მოახდინონ სხვების მოტივირება. აქ სამწუხაროდ გათვლა იმაზე, რომ ახალ უბნებს ახალ ქალაქებში გახსნიან, არ უნდა გვქონდეს, მაგრამ საშუალება იმისა, რომ აქტიურმა მოქალაქეებმა (მესმის, რომ ძალიან უჭირთ) შეძლონ ოთხ წელიწადში ერთხელ, როცა მართლა ქვეყნის ბედი წყდება, თუნდაც სხვა ქალაქში წავიდნენ... მორალს კი არ ვკითხულობ, არავითარ შემთხვევაში, მაგრამ მგონია, ამაზე უნდა იყოს მოტივი, რომ ადამიანები თვითორგანიზდნენ, რითაც შეგვიძლია დავეხმაროთ, დავეხმარებით, რა თქმა უნდა, მაგრამ მთავარია მოტივაცია ჩასვლის, სხვა ქალაქშიც რომ იყოს უბანი და იქ ხმის მიცემის.

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობაზე,  ჯგუფ დაიტოვეს პროექტში - ისაუბრე.

კომენტარები