ლარის კურსი

ლარი დოლართან 5.54 თეთრით გამყარდა, ევროსთან 5.29 თეთრით - 19 ივნისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 5.54 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 5.29 თეთრით. 19 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8071 ლარია, ერთი ევროსი - 3.0151 ლარი. 

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.85 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.07 თეთრი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.81 ლარია, ევროსი - 3.02 ლარი.

რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან 168 700 000 აშშ დოლარი გაყიდა, მათ შორის, 60 მილიონი დოლარი 11 ივნისს.

კომენტარები