რუსული კანონი

ჰერჩინსკი: უცხოური გავლენის შესახებ კანონმა საქართველოს ევროინტეგრაცია გაყინა

ღრმა მწუხარებით უნდა გითხრათ, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობაში ურთულეს პერიოდს გავდივართ. არაერთხელ ვთქვით, რომ უცხოური გავლენის შესახებ მოქმედი კანონი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე არახელსაყრელ ეფექტს მოახდენს. სამწუხაროდ, ეს მოხდა. მომდევნო კვირაში, ევროკავშირი განიხილავს შედეგებს. დისკუსია ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გაიმართება, რამდენიმე დღის შემდეგ კი ლიდერების დონეზეც - პრეზიდენტები და პრემიერმინისტრები განიხილავენ და გადაწყვეტენ, რა ზომებს მივიღებთ საქართველოში ამ მოვლენებზე საპასუხოდ.

ამ კანონმა საქართველოს წინსვლის პერსპექტივაზე უდავოდ უარყოფითად იმოქმედა. ამ კანონის მიღებამ საქართველოს ევროინტეგრაცია გაყინა. როგორც იცით, ევროკავშირში ინტეგრაცია ერთსულოვნებას საჭიროებს. ჩვენ რამდენიმე ლიდერის საჯარო განცხადებები უკვე მოვისმინეთ, რომ თუ ეს კანონი ამოქმედდებოდა, ისინი საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების წინააღმდეგი იქნებოდენ. ის უკვე ამოქმედდა და შედეგები მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი.

თქვა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

კომენტარები