ლარის კურსი

ლარი დოლართან 0.64 თეთრით გამყარდა, ევროსთან 0.43 თეთრით - 18 ივნისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.64 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 0.43 თეთრით. 18 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8625 ლარია, ერთი ევროსი - 3.068 ლარი. 

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.89 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.12 თეთრი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.85 ლარია, ევროსი - 3.07 ლარი.

რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან 168 700 000 აშშ დოლარი გაყიდა, მათ შორის, 60 მილიონი დოლარი 11 ივნისს.

რუსული კანონის მიღების შემდეგ ანუ ერთ თვეში ლარი მკვეთრად გაუფასურდა - დოლართან 18 თეთრით, ევროსთან - 17 თეთრით.

კომენტარები