არჩევნები 2024

ხოშტარია: ერთიანი სია ნაციონალური მოძრაობის ერთადერთი გარანტირებულად შემზღუდველია

ერთ სიას რატომ ვემხრობი მე - ერთადერთი წინასწარ და გარანტირებულად, ნათლად შემზღუდველი ნაციონალური მოძრაობის არის ერთიანი სია, ანუ არ არის ხუთი ნომერი, მათი რაოდენობა სიაში არ დომინირებს, პრაქტიკულად პარტიას კარგავენ, დაფინანსებას კარგავენ, ისინი არ აცხადებენ პრეტენზიას გადამწყვეტ პოზიციებზე ანუ წინასწარ ამომრჩეველმა იცის, რომ მომავალ მთავრობაში მოდის კონკრეტულად შეზღუდული მანდატით და რეფორმების გასატარებლად ნაციონალური მოძრაობის წილი არის ეს, მეტი არაფერი.

ყველა სხვა შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობა აწარმოებს ცალკე თავის კამპანიას, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის აქტიური დომინაციით მთელ პროცესზე, მერე აქედან გამიჯვნა, რომ არა, ის ცალკე, ეს ცუდია, მე კარგი ვარ და ა.შ, ეს მოიტანს დაბნეულობას, ნაკლები ადამიანის გამოცხადებას არჩევნებზე.

ამიტომ, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ერთიან სიაზე, ვლაპარაკობთ არა ნაციონალურ მოძრაობასთან გაერთიანებაზე, არამედ მათ შორის, ამ შიშის დაზღვევაზე, რომ გარანტირებულად, წინასწარ ვიცით, რადგან ამ სიაში თითებზე ითვლება 80-დან რამდენი კაცი იქნება ვთქვათ ნაციონალური მოძრაობიდან, ამას ისინი ამბობენ, მე მათ ნაცვლად ამას ვერ ვილაპარაკებდი, ამიტომ ეს არის ყველაზე ძლიერი დამზღვევი ამ შიშის.

თქვა პარტია დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ჯგუფ დაიტოვეს პროექტში - ისაუბრე.

კომენტარები