არჩევნები 2024

მეზვრიშვილი პრეზიდენტის ქარტიაზე: რეფორმებს ვეთანხმებით, ვადამდელ არჩევნებშია პრობლემა

ჩვენ ქარტიის ნაწილში რეფორმებს აბსოლუტურად ვეთანხმებით, პრეზიდენტს მხარს ვუჭერთ, მის კანდიდატურას, თუ საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება, მხარს დავუჭერთ. ტექნიკურ მთავრობაში ვხედავთ პრობლემას,  ვადამდელ არჩევნებში ვხედავთ პრობლემას და რატომ.

ჩვენთვის ამოსავალი უნდა იყოს მობილიზაცია რაც შეიძლება მეტი ადამიანის არჩევენებზე. თუ ადამიანებს ვეუბნებით, რომ ერთ წელში ახალი არჩევნები ტარდება, პრობლემა იქმნება, ადამიანებს ვაფრთხობთ, ვეუბნებით, რომ თქვენს მისვლას არჩევნებზე საერთოდ აზრი არ აქვს. 

ამაში ვხედავთ პრობლემას, რადგან ხალხის მაღალი მონაწილეობა არჩევნებზე და ამ მხრივ მობილიზაცია ახალგაზრდებისაც არსებობს და ზოგადად საზოგადოების, არის მთავარი გადამწყვეტი, რომ გაყალბების პროცესი, რასაც ახლა ოცნება აწარმოებს, ეს გადავწონოთ.

თქვა პრეზიდენტის ქარტიის შესახებ გიორგი გახარიას პარტიის, საქართველოსთვის წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა ჯგუფ დაიტოვეს პროექტში - ისაუბრე.

კომენტარები