ჩემთვის დღევანდელ ნაციონალურ მოძრაობაში მიუღებელია აწმყო, პირველ რიგში. წარსულზე მეც ვაგებ პასუხს - კარგზეც და ცუდზეც, მაგრამ აწმყო, რომელიც ბაძავს ივანიშვილის რეჟიმს ყველა საკითხში თითქმის - ჩრდილოვანი მართვის ფორმაში, ბელადის როლში, ეთნიკურ-რელიგიურ ნაციონალიზმში, ეგ არის ჩემთვის მიუღებელი და რაც მთვარია, ნაღმი.
ვნახეთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რომ ვერ გავთვლით იმაზე, თუ რამე შეთანხმება იქნა, მერე როდის ავფეთქდებით. თქვენ წარმოგიდგენიათ ახლა, სააკაშვილმა რომ ააფეთქოს? რამე შეთანხმება რომ შედგეს და ბოლო წამს რაღაც სხვა რამეს რომ იტყვის, რომ ასე უნდა იყოს ან ამას აზრი არ აქვს, რა მოჰყვება ამას?
როგორ შეიძლება ეგეთი უპასუხისმგებლობა, რომ ამაზე დავდოთ ფსონი ყველამ, ეგ არის ჩემი პოზიცია. სხვა წითელი ხაზები, გარდა იმათი, ვინც არის აშკარად აფილირებული ივანიშვილის რეჟიმთან, არ გამაჩნია ამ მოლაპარაკებისას, რომელიც უნდა შედგეს.





