უკვე 2 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც კანცელარიასთან ჩემზე, როგორც პარლამენტის მოქმედ დეპუტატზე, პოლიციელებმა ორგანიზებული, ჯგუფური ძალადობა მოაწყვეს. წაქცეულს გაშმაგებით როგორ მირტყამდნენ, კადრებში ჩანდა, რომელიც გავრცელდა კიდეც [...] 2 თვეა, სამარცხვინო ორგანიზაცია, სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოძიებას წელათრევით აწარმოებს - და შედეგი რა გვაქვს. არავისთვის, არცერთი პოლიციელისთვის ბრალი არ წარუდგენიათ. არადა, ის ადამიანები, ვინც მირტყამდნენ, სახეზე ჩანან. ისინი არც დაუკითხავთ და არც დაუკავებიათ. უფრო მეტიც, 2 თვეა, სპეციალური საგამოძიებო სამსახური დაზარალებულადაც კი არ მცნობს. ასეთ სამარცხვინო ქვეყანაში ვცხოვრობთ.
tbl.ge/6tbj
დაკოპირდა

თქვა პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა. ელისაშვილი 17 აპრილს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დროს, რამდენიმე პოლიციელმა კანცელარიაში შეათრია და წაქცეულზე გამეტებით ურტყა.
ამავე თემაზე
- გორდულაძე: დარღვევისას პასუხისმგებლობა დაეკისრება გრანტის მიმღებს და არა გამცემს
- სტრასბურგის სასამართლომ აქციაზე დაკავებული გიორგი მექვაბიშვილის საქმეზე დარღვევა დაადგინა
- რუსული კანონის საქმეზე 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საჩივარი ECHR-მა წარმოებაში მიიღო
- საია: სტრასბურგმა რუსულ კანონზე სარჩელი წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო
- საია: სტრასბურგის სასამართლომ რუსულ კანონზე საჩივრის განხილვა დაიწყო




