ეს, რა თქმა უნდა, არ არის ის ტონი, რითაც სტრატეგიულმა პარტნიორმა, მეგობარმა ქვეყნებმა ერთმანეთს უნდა ესაუბრონ, თუმცა, იმედს გამოთქვამ, რომ ეს პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა დაიწევს და ისევ ჩვეულებრივ დავუბრუნდებით იმ პარტნიორულ ურთიერთობებს, გავაგრძელებთ ჩვენს ნაყოფიერ თანამშრომლობას, მათ შორის, პოლიტიკური კუთხითაც, უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიმართულებით.
სხვათა შორის, მინდა, გითხრათ, რომ უწყებრივ დონეზე ჩვენი იდეალური ურთიერთობები, პარტნიორობა გრძელდება, ერთი წუთითაც არ გაჩერებულა და უფრო მეტიც, ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს ურთიერთობა და ვგეგმავთ საინტერესო თანამშრომლობის ახალ ეტაპებს.





