ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან ისევ გაუფასურდა - 12 ივნისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.18 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 0.71 თეთრით. 12 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8664 ლარია, ერთი ევროსი - 3.0834 ლარი. 

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.92 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.16 თეთრი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.88 ლარია, ევროსი - 3.11 ლარი.

რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან 168 700 000 აშშ დოლარი გაყიდა, მათ შორის, 60 მილიონი დოლარი გუშინ, 11 ივნისს.

რუსული კანონის მიღების შემდეგ ლარი მკვეთრად გაუფასურდა - დოლართანაც და ევროსთანაც 18-18 თეთრით.

პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო 28 მაისს დაძლია. 

კომენტარები