ნარკოდანაშაული

ამოღებულია ალფა პვპ და მეთადონი – კახეთში 2 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა კახეთში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ადამიანი დააკავეს. შსს-ს ცნობით, ჩხრეკის შედეგად გასაყიდად გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები, ალფა პვპ, მეთადონი და ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები ამოიღეს.

"წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1982 წელს დაბადებული შ.დ. და 1984 წელს დაბადებული, ამავე დანაშაულისთვის წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი თ.ს". - წერია შსს-ს განცხადებაში.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები