რუსული კანონი

აუსტრევიჩიუსი: საქართველოს მთავრობამ გააკეთა ყველაფერი, რომ ეს სიტუაცია დამდგარიყო

მე არ მგონია, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ოპტიმისტური იყოს სიტუაცია, ვფიქრობ, რომ ევროკომისია იგივე პირობებს დააყენებს საქართველოსთვის და მე ფიქრობ, რომ საბჭო ამას დაუჭერს მხარს. ჩვენ შევახსენეთ საქართველოს და გავუგზავნეთ გზავნილი, რომ ეს ყველაფერი ეხება დემოკრატიულ განვითარებას და ვფიქრობთ, რომ საქართველოს მთავრობამ გადაუხვია ამ დემოკრატიზაციის გზას. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში გადაწყვეტილებები არ არის დემოკრატიულად მიღებული და არ არის გამჭვირვალე. ამიტომ, ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური შეშფოთების საფუძველი, საქართველო მიაღწევს თუ არა ამ დასახულ მიზნებს. პირიქით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მთავრობამ გადაუხვია ამ გზას და ორიენტაციას, ასე ვთქვათ, შეცვალა და ეს ნამდვილად არ ეხმიანება საქართველოს მოსახლეობის მოლოდინებს. ვფიქრობ, რომ ძალიან კრიტიკული შეფასება ექნება საქართველოს ეფექტურობას ამ პერიოდში და გავაფრთხილებ კიდევ ერთხელ საქართველოს მთავრობას, რომ საქართველომ უნდა შეასრულოს წაყენებული პირობები, პირობები, რომლებიც ეხება დემოკრატიას ერთ-ერთი უპირველესია მათ შორის. ამიტომ, საქართველოს მმართველმა პარტიამ უნდა დაიცვას თამაშის წესები და არ უნდა ჰქონდეთ გაოცებული სახეები და არ უნდა თქვან, რომ ყველაფერი გააკეთეს. საქართველოს მთავრობამ გააკეთა ყველაფერი რომ ეს სიტუაცია დამდგარიყო.

[...]

ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ბილატერალური ურთიერთობები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, საქართველოს სჭირდება მხარდაჭერა და პოლიტიკური მეგობრები, სხვანაირად საქართველო ვერ გადარჩება. მე ვფიქრობ, რომ ევროკავშირის მხრიდან შეიძლება გავიგოთ მეტი გამოხმაურება, ჩვენ უკვე შეგვიძლია ვილაპარაკოთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო გაყინვაზე იმიტომ, რომ საქართველოს მთავრობამ გააკეთა ყველაფერი იმის საწინააღმდეგო, რაც მას მოეთხოვებოდა, მან მიიღო ძალიან ბევრი არასწორი გადაწყვეტილება, რასაც შეიძლება მოყვეს შემზღუდავი გადაწყვეტილებები ევროკავშირის მხრიდან. ჩვენ ვლაპარაკობთ ფინანსურ მხარდაჭერაზე და ნაკლებ მოწვევებზე ევროკავშირში, ნაკლებ ახსნა-განმარტებით დისკუსიებსა და შეხვედრებზე. ეს პროცესი არის ამ ეტაპზე გაყინული. პირობები იყო წაყენებული, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს და არაა შესრულებული. ჩვენ ვიცით, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი, ვიცით ვისი გადაწყვეტილებით დადგა ევროკავშირში ინტეგრაცია დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ. [ჟურნალისტი: ივანიშვილი და კობახიძე?] ნამდვილად.

თქვა ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა მთავარი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში. [მთავარი არხის სინქრონული თარგმანი]

კომენტარები