აშშ-ს სანქციები ქართული ოცნების წინააღმდეგ

ოცნების დეპუტატი სანქციებზე: ქართველს ქართველობისთვის ვერ დასჯი, ვერ შეაშინებ

რაც შეეხება სანქციებს. ეს ყველაფერი არასერიოზულია, ოღონდ მართლა. მხოლოდ ამას ვეტყოდი შინაურსაც და გარეულსაც, მტერსაც და მოყვარესაც. ქართველს ქართველობისთვის ვერ დასჯი, ვერ შეაშინებ [...] ეს სანქცია არასერიოზულია - სამართლებრივადაც, კაცურადაც და მეგობრულადაც.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, მერაბ ქვარაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

აშშ-მ სავიზო სანქციები დაუწესა რეჟიმის 20-30 წარმომადგენელს, მათ შორის, ქართული ოცნების წევრებს, დეპუტატებს, სამართალდამცველებსა და მათი ოჯახის წევრებს.

კომენტარები