რეალურად თუ ვინმეს დასანქცირება უნდათ, რა საჭიროა [MEGOBARI აქტი]? რა აქტები? რა კონგრესის თანხმობა? რა სენატის თანხმობა? პირდაპირ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ თუ ვინმეს დასანქცირების სურვილი აქვთ, მიიღონ გადაწყვეტილება და დაასანქირონ, როგორც წინა ადმინისტრაციის დროს გააკეთეს. მაშინ არანაირი აქტი არ მიუღიათ.
ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაციები, ზეწოლის მექანიზმები, რომ ეს სახედაკარგულები, ეს მარგინალები, როგორმე... ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავთ, ხომ იცით? კვდებიან და ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავთ, ხან რაღაცას გადმოუგდებენ, ხან რაღაცას გადმოუგდებენ
მერე ევროკავშირიდან ვიღაცა გაზულუქებული ბიუროკრატი გამოვა და იტყვის, რომ რაღაც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესს ვიწყებთ. მერე ვიღაცას რაღაც MEGOBARI აქტი გაახსენდება. აი ეს პროცესი მიდის





