რუსული კანონი

ნონიაშვილი ბერძენიშვილის ცემაზე: რუსული რეჟიმი პანიკაშია ძალაუფლების შესანარჩუნებლად

პირველ რიგში, სოლიდარობა ზუკა ბერძენიშვილს.

ეს არის რუსული რეჟიმი, რომელიც კადიროვული მეთოდებით ებრძვის ღირსეული სამოქალაქო პოზიციის მქონე ადამიანებს, სტუდენტებს, აქტივისტებს, პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს და ა.შ.

ეს არის მათი პანიკური მდგომარეობა ძალაუფლების შენარჩუნებისთვის და ჩვენი ვალია, შემდეგი თვეების მანძილზე გავაგრძელოთ რყევა ამ რუსული რეჟიმის და დემოკრატიულად დავამარცხოთ ის, მანამდე, სანამ ყველას სახლში არ მოადგებიან და ყველას დევნას არ დაიწყებენ სხვადასხვა ნიშნით, იმისთვის, რომ თავი გადაირჩინონ.

ამბობს ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიორგი ნონიაშვილი.

სამოქალაქო აქტივისტს, მოძრაობა სირცხვილიას წევრს, ზუკა ბერძენიშვილს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის პოსტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

კომენტარები