აშშ-ს სანქციები ქართული ოცნების წინააღმდეგ

პაპუაშვილი: ორი დუჟინი ქართველი დასანქცირდა ისე, რომ არც ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები

ქართული ოცნება

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართული ოცნების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ გამოცხადებულ სავიზო შეზღუდვის პოლიტიკას არასერიოზული უწოდა. მისი თქმით, აშშ-ს "არასერიოზული ნაბიჯები არ ეკადრება". 

"არასერიოზული იყო როგორც მუქარა, ისე განცხადება სავიზო შეზღუდვებთან დაკავშირებით, როდესაც მოვისმინეთ ჩვენ გუშინ, რომ ორი დუჟინი ქართველი დასანქცირდა ისე, რომ არც ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები. ნაცვლად იმისა, რომ ამერიკის ხელისუფლებას ეზრუნა, რომ გამოესწორებინა ის ურთიერთობა, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არის, ვხედავთ არასერიოზულ ნაბიჯებს, რომელიც ნამდვილად არ ეკადრება ამხელა ქვეყანას". - თქვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

გუშინ, 6 ივნისს აშშ-მ სავიზო სანქციები დაუწესა რეჟიმის 20-30 წარმომადგენელს, მათ შორის, ქართული ოცნების წევრებს, დეპუტატებს, სამართალდამცველებსა და მათი ოჯახის წევრებს. 

 

კომენტარები