რუსეთი

პუტინი: ბირთვული იარაღის გამოყენების აუცილებლობა არ არის

ვლადიმირ პუტინი საბრძოლო დანიშნულებისა და საწვრთნელი ცენტრის ვიზიტის დროს, 2024 წლის 27 მარტი.  
კრემლი

ვლადიმირ პუტინი სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

რუსეთის პრეზიდენტმა ბირთვული ომის დაწყება გამორიცხა. მისი თქმით "იქამდე არასდროს მივა საქმე".

პუტინმა ასევე თქვა, რომ რუსეთის მფლობელობაში არსებული ატომური ჭურვები სიმძლავრით მრავალჯერ აღემატება აშშ-ს მიერ ჰიროსიმასა და ნაგასაკში გამოყენებულ ბომბებს.

"მე მაინც ვფიქრობ, რომ ბირთვული იარაღი არასდროს დაგვჭირდება". – თქვა პუტინმა.

2024 წლის მაისში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ არასტრატეგიული ბირთვული იარაღის წვრთნებისთვის ემზადება. ცოტა ხნის შემდეგ წვრთნები დააანონსა ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომაც.

კომენტარები