ქართული ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი აშშ-ს დემოკრატიის სტანდარტს იწუნებს. წილოსანმა იმედთან მიცემულ ინტერვიუში საუბრისას თქვა, რომ სანქციები აშშ-ს დემოკრატიის სტანდარტზე უფრო მიუთითებს, ვიდრე საქართველოს პრობლემებზე.
"აი, ამ კანონმდებლობის მიღებისთვის რომელიმე ჩვენგანი რომ დასანქცირდეს, ეს ნიშნავს, რომ ერთმნიშვნელოვნად ხაზი არის გადასმული იმაზე, რომ ქვეყნის მართვას ახორციელებს მოსახლეობის მიერ არჩეული ხელისუფლება და პირიქით, რომ გვეუბნებიან, რომ ქვეყანა უნდა იმართოს დირექტიულად, რაც, რა თქმა უნდა, დემოკრატიისთვის წარმოუდგენელი სტანდარტია, ამიტომ, თავად ამ სანქციებზე საუბარი, მე ვფიქრობ, მოსაუბრე მხარის დემოკრატიის სტანდარტზე უფრო მიუთითებს, ვიდრე რეალურად პრობლემაზე ჩვენი ქვეყნის შიგნით". - თქვა წილოსანმა.
აშშ-მ სავიზო სანქციები დაუწესა რეჟიმის 20-30 წარმომადგენელს, მათ შორის, ქართული ოცნების წევრებს, დეპუტატებს, სამართალდამცველებსა და მათი ოჯახის წევრებს.