ამინდის პროგნოზი

უახლოეს საათებში აღმოსავლეთში წვიმა, სეტყვა და ქარია მოსალოდნელი - გარემოს სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, 7 ივნისს უახლოეს საათებში აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

"მოსალოდნელმა ნალექებმა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)" - წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

კომენტარები