აშშ-ს სანქციები ქართული ოცნების წინააღმდეგ

დაუშვილი: დღეს პასუხისმგებლობა არის ოცნებაზე, [სანქციებით] ყველა ვზიანდებით

სანქციები, მიუხედავად იმისა, რომ წერტილოვანი და პერსონალურია, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ამ შეზღუდვებს თავისი გადაცემის ეფექტი აქვს, ამით ჩვენ ყველა ვზიანდებით. 

რეალობა არის ის, რომ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც დღეს არიან ოცნების მესვეურები, ვისაც სხვადასხვა პოზიცია უჭირავს, ამოფარებულები არიან სახელმწიფოს და კორუფციით თუ სხვა გზით მოპოვებულ ქონებას, თავიანთ თავს იცავენ ჩვენს ხარჯზე, სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე, რაც არის კატეგორიულად მიუღებელი. 

დღეს მთავარი პასუხისმგებლობა არის ოცნებაზე და ოცნების მესვეურებზე, რომ ისინი გონს მოეგონ და მიიღონ ის გადაწყვეტილებები, რომ ეს ქვეყანა აღარ დააზიანონ.

თქვა პარტია საქართველოსთვის დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა აშშ-ს სანქციებთან დაკავშირებით. 

აშშ-მ რეჟიმის ათობით წარმომადგენელი და მათი ოჯახის წევრი დაასანქცირა

კომენტარები