ჩვენ ერთხელ უკვე მოვისმინეთ განცხადება სანქციებთან დაკავშირებით. მე კიდევ
ერთხელ ვიმეორებ - ეს არ ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას სამშობლოს მიმართ.
ჩვენი გადაწყვეტილება არ იცვლება, როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესებზე,
მომავალზე და ხვალინდელ დღეზე. არავის ეშინია სანქციების. ერთხელ ვთქვით უკვე [...] არასერიოზულია ყველაფერი, რაც ხდება, ღიმილისმომგვრელია ეს ყველაფერი, რაც ხდება. ვიღაცისთვის შეიძლება სადღაც წასვლა ან არწასვლა პრობლემას წარმოადგენს. ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც სამშობლოზეა საუბარი. მე არანაირი შეტყობინება არ მომსვლია. აშშ-ს ვიზა არ მაქვს. ბოლოს ამერიკაში ვიყავი, როდესაც საფეხბურთო კლუბ მილანში ვთამაშობდი. მას შემდეგ, აშშ-ში არ ვყოფილვარ და არც მაქვს სურვილი წასვლის. მე არ ვნერვიულობ ამაზე. ღმერთს ვთხოვ, რომ ამაზე მეტი სანერვიულო არ მომცეს ცხოვრებაში და ნურც თქვენ
ინერვიულებთ.
შესაბამისად, ჩვენ გაცხადებული გვაქვს ჩვენი პოლიტიკა - ვიცავთ ქვეყნის ინტერესებს, გვინდა სიმშვიდე შევინარჩუნოთ, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება-გაძლიერება
მოვახდინოთ. ჩვენ ვატარებთ ამ ქვეყანაში მცხოვრებლების ინტერესებს, ვიცავთ
სახელმწიფოებრიობას, სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას.
ამასთანავე, მზად ვართ თანამშრომლობისა და მეგობრობისთვის, რომ
სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობის გადატვირთვა მოხდეს და იყოს
ნამდვილი, ჯანსაღი ურთიერთობები, რაც ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია.





