ლარის კურსი

რუსული კანონის მიღების შემდეგ ლარი ევროსთან 17 თეთრით გაუფასურდა, დოლართან - 13.6 თეთრით

რუსული კანონის მიღების, ვეტოს დაძლევის და კანონის ამოქმედების ფონზე ლარი გაუფასურებას განაგრძობს - 6 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან 2.38 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 2.87 თეთრით.

აღსანიშნავია, რომ რუსული კანონის მიღების შემდეგ, ანუ 14 მაისიდან დღემდე ეროვნული ვალუტა დოლართან 13.56 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან კი -  16.98 თეთრით. ამავე პერიოდში, ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან 108 700 000 აშშ დოლარი გაყიდა. 

კომენტარები