რუსული კანონის მიღების და პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის ფონზე ლარი გაუფასურებას განაგრძობს. 6 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა დოლართან 2.38 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 2.87 თეთრით. ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8222 ლარია, ერთი ევროსი - 3.0703 ლარი.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.87 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.14 თეთრი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.83 ლარია, ევროსი - 3.09 ლარი.
6 ივნისის ვაჭრობისას ლარი ქართულ ბაზარზე არსებულ ყველა ვალუტასთან გაუფასურდა - გაცვლითი კურსი ყოველდღიურად 43 ვალუტასთან მიმართებით ქვეყნდება.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი გაუფასურდა აშშ დოლართან, ევროსთან, რუსულ რუბლთან, სომხურ დრამთან, თურქულ ლირასთან, აზერბაიჯანულ მანათთან, უკრაინულ გრივნასთან, ავსტრალიურ დოლართან, ბრაზილიურ რიალთან, ჩეხურ კრონასთან, ისლანდიურ კრონთან, ნორვეგიულ კრონთან, ახალზელანდიურ დოლართან, პოლონურ ზლოტთან, შვედურ კრონთან, არაბულ დირჰამთან, ბულგარულ ლევთან, ბელარუსულ რუბლთან, კანადურ დოლართან, შვეიცარიულ ფრანკთან, ჩინურ იუანთან, დანიურ კრონთან, ეგვიპტურ გირვანქასთან, ბრიტანულ ფუნტთან, ჰონგკონგურ დოლართან, ისრაელის შეკელთან, უნგრულ ფორინტთან, ინდურ რუპიასთან, ირანულ რიალთან, იაპონურ იენთან, ყირგიზულ სომთან, სამხრეთ კორეულ ვონთან, ქუვეითურ დინართან, ყაზახურ ტენგესთან, მოლდოვურ ლეისთან,კატარულ რიალთან, რუმინულ ლეისთან, სერბიულ დინართან, სინგაპურულ დოლართან, ტაჯიკურ სომონთან, თურქმენულ მანათთან, უზბეკურ სუმთან და სამხრეთაფრიკულ რანდთან.
რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან 108 700 000 აშშ დოლარი გაყიდა.
რუსული კანონის მიღების შემდეგ ლარი მკვეთრად გაუფასურდა - დოლართან 14 თეთრით, ხოლო ევროსთან - 17 თეთრით.
პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო 28 მაისს დაძლია.





