ლარი დოლართან 2.38 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 2.87 თეთრით. 6 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8222 ლარია, ერთი ევროსი - 3.0703 ლარი. აღსანიშნავია, რომ ლარი ყველა, 43-ვე ვალუტასთან გაუფასურდა.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.87 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.14 თეთრი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.83 ლარია, ევროსი - 3.09 ლარი.
რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან 108 700 000 აშშ დოლარი გაყიდა.
რუსული კანონის მიღების შემდეგ ლარი მკვეთრად გაუფასურდა - დოლართან 14 თეთრით, ხოლო ევროსთან - 17 თეთრით.
პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო 28 მაისს დაძლია.





