რეალურად ეს ყველაფერი იმის გაგრძელება, რაზეც ვსაუბრობდი, ეს არის ჩვეულებრივი ღალატი, ღალატის გაგრძელება. ცინიკურია, რომ იმ კანონს, რომელიც განიხილება კონგრესში, ეწოდება „MEGOBARI აქტი", როცა პირდაპირ მტრობაზეა საუბარი ამ აქტში, მე ამ კანონს ვუწოდებდი „დაუდზინებელი აქტს", მოუხდებოდა ამ კანონს ასეთი სათაური. ნუ, ძალიან სამწუხაროა, ძალიან სამწუხაროა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ წაადგება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებას. არადა, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, 2020-21, შემდეგ 2022 წელი, წინა ელჩის ჩართულობით იყო რევოლუციის მცდელობა და ამ ფონზე, როცა ადამიანები ფიქრობენ არა გაჯანსაღებასა და გადატვირთვაზე, არამედ ამ გაფუჭებულის კიდევ უფრო გაფუჭებაზე, ეს არის სამწუხარო. ყველას მოვუწოდებ, იმოქმედონ პრაგმატულად და საკუთარი წვლილი შეიტანონ ქართულ-ამერიკული ურთიერთობებში.
რუსული კანონი
კობახიძე: ცინიკურია, რომ კანონს "MEGOBARI აქტი" ეწოდება, მე ვუწოდებდი "დაუდზინებელი აქტს"
tbl.ge/6t3a
დაკოპირდა

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
რუსული კანონიაშშ-საქართველოსაქართველო-აშშMEGOBARI აქტიMEGOBARI Actირაკლი კობახიძეკობახიძექართული ოცნება
ამავე თემაზე
- გორდულაძე: დარღვევისას პასუხისმგებლობა დაეკისრება გრანტის მიმღებს და არა გამცემს
- სტრასბურგის სასამართლომ აქციაზე დაკავებული გიორგი მექვაბიშვილის საქმეზე დარღვევა დაადგინა
- რუსული კანონის საქმეზე 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საჩივარი ECHR-მა წარმოებაში მიიღო
- საია: სტრასბურგმა რუსულ კანონზე სარჩელი წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო
- საია: სტრასბურგის სასამართლომ რუსულ კანონზე საჩივრის განხილვა დაიწყო




