არჩევნები 2024

პრეზიდენტი: ქართულ ქარტიას ხელი მოაწერეს პოლიტიკურმა პარტიებმა და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა

პრეზიდენტი

პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას "ქართულ ქარტიას" არაერთი პოლიტიკური პარტია შეუერთდა, პრეზიდენტის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში "ქართულ ქარტიას" დღეს ხელი მოაწერეს პოლიტიკურმა პარტიებმა:

საქართველოს მწვანეთა პარტია - გია გაჩეჩილაძე 

სამართლიანობისთვის - ეკა ბესელია 

დროა - ელენე ხოშტარია

გირჩი - მეტი თავისუფლება - ზურაბ ჯაფარიძე 

ევროპელი დემოკრატები - პაატა დავითაია

კანონი და სამართალი - თაკო ჩარკვიანი 

ლელო საქართველოსთვის - მამუკა ხაზარაძე 

ახალი - ნიკა მელია 

მოქალაქეები - ქეთევან თურაზაშვილი 

ანა დოლიძე ხალხისთვის - კახაბერ დვალიშვილი 

თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა - ირაკლი ჯამბურია  

სტრატეგია აღმაშენებელი - პაატა მანჯგალაძე

ევროპული საქართველო - გიგა ბოკერია 

რესპუბლიკური პარტია - დავით ბერძენიშვილი  

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - თინა ბოკუჩავა  

მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის - ნიკა მაჭუტაძე

ეროვნულ - დემოკრატიული პარტია - ბაჩუკი ქარდავა

 

დამოუკიდებელი დეპუტატები: 

ნატო ჩხეიძე

როსტომ ჩხეიძე

თამარ კორძაია

ხატია დეკანოიძე

არმაზ ახვლედიანი

საქართველოს პრეზიდენტმა 26 მაისს "ქართული ქარტია" წარადგინა, რომლის ფარგლებშიც მან პროევროპულ ოპოზიციურ პარტიებს თანამშრომლობა შესთავაზა. 

"გადავწყვიტე, თქვენს წინაშე და ამ დღეს წარმომედგინა ერთგვარი სამოქმედო გეგმა, ქართული ქარტია, რომლის ირგვლივაც პარტიებს ვთავაზობ შეჯერებას, თანხმობასა და პირობის დადებას ყველა იმ საკითხზე, რომლის შესრულება აუცილებელია არამხოლოდ ევროპული ინტეგრაციისთვის, არამედ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისა და სამართლიანი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის". - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები