არჩევნები 2024

მელია ქარტიაზე: ახალის ხელმოწერა უკვე არის, ეს დოკუმენტი მომავლის საქართველოს ასახავს

მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ეფექტურად შეასრულა კონსტიტუციით დაკისრებული როლი, მოიხადა პატრიოტული ვალი და სათავეში ჩაუდგა იმ პროცესს, საიდან გამომდინარეც შედგა ეს დოკუმენტი, რომელიც გულისხმობს ქართველი ხალხის კონსტიტუციური ნების აღსრულებას. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნა საკონსულტაციო ფორმატი პროდასავლური ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოებისთვის. აქედან გამომდინარე, პარტია ახალის ხელმოწერა უკვე არის და მიგვაჩნია, რომ ეს დოკუმენტი ასახავს მომავლის საქართველოს და აქვე გაწერილია რა ნაბიჯებია გადასადგმელი აწმყოში. ვფიქრობ, ამ დოკუმენტის აღსრულების შემდეგ ქვეყანაში ერთხელ და საბოლოოდ იქნება დემოკრატიული წესწყობილება, წარსულს ჩაბარდება პარტიული მართველობის მიერ სახელმწიფოს ხელში ჩაგდების პრაქტიკა, რა თქმა უნდა ოლიგარქიული მმართველობაც წარსულს ჩაბარდება და სახელმწიფო დასავლური განვითარების გზას დაუბრუნდება.

ამბობს ახალის ლიდერის, ნიკა მელია. რამდენიმე წუთის წინ, მელიამ პარტიის სახელით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ქართულ ქარტიას მოაწერა ხელი.

კომენტარები