ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 7 ივნისამდე – გარემოს სააგენტოს პროგნოზი

INFO POSTALIONI

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 ივნისამდე საქართველოში  ჰაერის მაღალი ტემპერატურა იქნება. სითბოს ფონზე დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში და აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლოა იყოს სეტყვაც.

თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი იქნება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 7 ივნისამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 7 ივნისამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30  გრადუსი იქნება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი იქნება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო, დედოფლისწყარო): ზოგან იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსია მოსალოდნელი.

კომენტარები