არჩევნები 2024

დროა: ჩვენს წევრს, მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ხელკეტით შეიარაღებულმა პირმა სცემა

პარტია "დროას" წევრი, მარიამ სიჭინავა
ფოტო: მარიამ სიჭინავას Facebook პროფილი

დროას ინფორმაციით, პარტიის წევრს, მარიამ სიჭინავას, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი თან ახლდა, ზუგდიდში ხელისუფლების მიერ დაქირავებული ე.წ. ტიტუშკები თავს დაესხნენ და როგორ თავად სიჭინავა ამბობს, ერთ-ერთმა ხელკეტით შეიარაღებულმა პირმა სცემა.

"2 ივნისს, ქართული ოცნების დაქირავებული მოძალადეები ზუგდიდში თავს დაესხნენ პარტია დროას წევრს, მარიამ სიჭინავას, რომელიც მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც მარიამი ამბობს, ხელკეტით შეიარაღებულმა ერთ-ერთმა მოძალადემ მას შვილის თვალწინ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა." - წერს დროა.

Facebook-ზე სიჭინავა წერს, რომ მასზე თავდამსხმელი თამაზ წურწუმიაა.

"დღეს ჩემს შვილთან ერთად მოვედი სტუმრად მეგობართან (გამსახურდიას ქუჩაზე) და თავს დამესხა თამაზ წურწუმია, ჯოხით, რომელიც თავში მირტყა, გინებით და შეურაცხყოფებით. სამწუხაროდ ტელეფონი მქონდა დამჯდარი და ვერ გადავიღე." - წერს მარიამ სიჭინავა.

კომენტარები