შეგახსენებთ, რომ გერმანიის ელჩი ლელოსთან ერთად წინასაარჩევნო კამპანიაზე დადიოდა - ის ამ პარტიის ლიდერებთან ერთად, ბოლნისში იყო ჩასული. ასეთი არასერიოზული ქმედებების ფონზე, ამ კაცის განცხადებებს დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებთ. ეს ძალიან სამწუხარო მოვლენაა [...] ელჩი, რომელიც ანტიქართულ განცხადებებს აკეთებს, ჩვენთვის ღირებული არ არის. იმედი მაქვს, ეს ლელოს მხარდამჭერი ელჩის პირადი პოზიციაა.
გერმანია, რომელიც ტრადიციულად გამოირჩეოდა, როგორც პასუხისმგებლობით აღსავსე სახელმწიფო, საქართველოსნაირ ქვეყანაში ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს.