რუსეთი პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თავისი ყოფილი პირადი მცველი სახელმწიფო საბჭოს მდივნად დანიშნა. აქამდე, ალექსეი დიუმინი ტულას რეგიონის გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა.
დიუმინი გუბერნატორის თანამდებობიდან 14 მაისს მოიხსნა და დაინიშნა პრეზიდენტის ასისტენტად. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას კრემლის პრესის სამსახურმა განმარტა, რომ ის ზედამხედველობას გაუწევს სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსებსა და სპორტთან დაკავშირებულ საკითხებს.
დიუმინი რამდენიმე ათწლეულია უკვე პუტინთან დაახლოებული პირია. ის პრეზიდენტის პერსონალურ მცველად 1999 წელს დაინიშნა. ყირიმის ანექსიის შემდეგ მას რუსეთის გმირის წოდებაც მიანიჭეს. საბჭოს მდივნის თანამდებობაზე მან პუტინის ასისტენტი, იგორ ლევიტინი ჩაანაცვლა.
რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით, სახელმწიფო საბჭო სხვადასხვა საკითხებში პოლიტაზე პრეზიდენტს რჩევებს აძლევს. მასში შედიან სახელმწიფოს მეთაური, სახელმწიფო დუმისა და ფედერაციის საბჭოს თავჯდომარეები, პრეზიდენტის ადმინისრაციის ხელმძღვანელი, რეგიონების გუბერნატორები და საპარლამენტო პარტიების თავჯდომარეები.





