რუსული კანონი

კოლსი: ქართული ოცნების რუსეთთან დაახლოება წარმოადგენს მცდარ და რეგრესის გზას

უაღრესად გულდასაწყვეტი დღეა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი ევროპისთვის. ფართო შიდა პროტესტისა და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ წინააღმდეგობრივ "უცხოური აგენტების" კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

კანონმდებლობა მკაფიოდ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად ნორმებსა და ღირებულებებს, რაც შეაფერხებს საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირის წევრობისკენ. თავისუფლებისა და ევროკავშირში ინტეგრაციისკენ სწრაფვა ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ამ კანონს.

"ქართული ოცნების" პარტიის რუსეთთან დაახლოება წარმოადგენს მცდარ და რეგრესის გზას, რომელიც აშორებს საქართველოს იმ იმედით სავსე მომავალს, რასაც ევროპასთან დაახლოება გულისხმობს.

ეს არის გზა არსაითკენ.

განაცხადა ლატვიის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე რიჰარდ კოლსმა საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით.

კომენტარები