რუსული რეჟიმი

კობახიძე შესაძლო სანქციებზე: ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ვერავინ დასჯის

ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია სანქციების თემაზე. ჩვენთვის ეს თემა უბრალოდ არასერიოზული. არასერიოზულია ნებისმიერი მცდელობა დააშანტაჟო ქართველი ხალხი და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება სანქციებით, თუ ნებისმიერი სხვა მსგავსი ზომით. ქართველ ხალხს ვერავინ დასჯის და ვერც ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ვერ დასჯის ვერავინ. ჩვენ გვაქვს მყარი პოზიციები ყველაფერთან დაკავშირებით. ვემსახურებით ამ საზოგადოების ინტერესებს, ამ ქვეყნის ინტერესებს.

აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ყოველგვარი საუბარი სანქციებზე არის არასერიოზული და ასეთი ტიპის ზომების მიღება კონტრპროდუქტიული იქნება თვითონ იმ სუბიექტისთვის, რომელიც ასეთ რამეზე შეიძლება ფიქრობდეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას პრაგმატულობისკენ. პრაგმატულობა და სამართლიანობა არის ყველაზე სწორი გზა იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი საერთო ინტერესების რეალიზება.

თქვა რუსული კანონის საბოლოოდ მიღების შემდეგ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე შესაძლო სანქციების შესახებ კითხვაზე პასუხად.

კომენტარები