რუსული რეჟიმი

კობახიძე: ახლა ვართ მყარად, საკმარისად მყარად, რომ სუვერენიტეტის განმტკიცება შევძლოთ

ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ქართველი ხალხის წინაშე, როგორც ხელისუფლება, რომ ვიზრუნოთ არა მარტო, კონკრეტული ეკონომიკური პროექტების, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე, დარგების განვითარებაზე, არამედ, პირველ რიგში ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავამშვიდოთ ეს ქვეყანა. სტაბილურობა არის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა და ამ ამოცანის შესრულებაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ქართველი ხალხის წინაშე, რასაც სათანადოდ ვერ ვახერხებდით ობიექტური მიზეზების გამო მთელი ამ წლების განმავლობაში.

თუმცა, ახლა ვართ მყარად, საკმარისად მყარად იმისათვის, რომ სუვერენიტეტის ბოლომდე განმტკიცება შევძლოთ და ეს კანონი სწორედ ამას ემსახურება. ეს კანონი ემსახურება სწორედ საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებას და საქართველოს დამშვიდებას. გაუმჭვირვალობა იყო მთავარი ინსტრუმენტი, იარაღი არაკეთილმოსურნეების ხელში, იმისათვის, რომ ეცადათ ქვეყანაში არეულობის შემოტანა.

დღეს გამჭვირვალობა უკვე დააზღვევს მყარად საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ ყველა ზომას და იქნება ეფექტური ინსტრუმენტი, იმისათვის, რომ ქვეყანა საბოლოოდ დამშვიდდეს. ჩვენ თანდათანობით ვზრუნავდით იმისათვის, რომ გაგვემყარებინა სუვერენიტეტი და ამ კანონის მიღება არის კულმინაცია ამ პროცესის, რასაც ჰქვია ჩვენი სუვერენიტეტის განმტკიცების პროცესი.

თქვა რუსული კანონის საბოლოოდ მიღების შემდეგ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები