რუსული კანონი

"ალბათ" – ოცნების დეპუტატი კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს ვეტოს დაძლევას

"ალბათ" – ასე პასუხობს ქართული ოცნების დეპუტატი, ელგუჯა გოცირიძე მთავარი არხის კითხვას, დაუჭერს თუ არა მხარს რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.

"არ ვიცი, ახლა შევალ და..." – ამბობს გოცირიძე. 

მთავარი არხის გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების მილიონერ დეპუტატებს შეხვდა და მათ სანქციების საკითხზე "გარანტიები" მისცა. ჟურნალისტის კითხვაზე, დაესწრო თუ არა ამ შეხვედრას, გოცირიძე პასუხობს, რომ მას არავისთან არ ჰქონია ურთიერთობა.

"არ ვიცი, საერთოდ არ მქონია არავისთან ურთიერთობა" – პასუხობს გოცირიძე.

კომენტარები