რუსული კანონი

ბორელი: საქართველოს მთავრობის ქმედებას შესაძლოა გავლენა ჰქონდეს ევროინტეგრაციის სარგებელზე

ვიმსჯელეთ საქართველოში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე. ზოგიერთი წევრი ქვეყანა მიიჩნევს, რომ ეს არც ისე მნიშვნელოვანია, სხვებს კი სჯერათ, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. ახსენეს ვენეციის კომისიის ანგარიშიც, რომლის მიხედვითაც, ჩვენ [საქართველოს] მთავრობას ამ კანონის გაწვევას ვთხოვთ.

დავიწყეთ ფიქრი ევროკავშირის ყველაზე მეტად სწორ პასუხზე იმ შემთხვევაში, თუ კანონი ამოქმედდება და გადაწყვეტილებას მივიღებთ ივნისში, მომდევნო საგარეო საქმეთა საბჭოზე. წევრი სახელმწიფოები მზად არიან მიიღონ გადაწყვეტილებები ყოველთვის, როცა რაღაც ჩვენს ღირებულებებს არ აკმაყოფილებს, არ აკმაყოფილებს საერთაშორისო სამართალს, არ აკმაყოფილებს ევროპულ გზას არამხოლოდ საქართველოში, არამედ ყველგან, მთელ მსოფლიოში.

განვიხილეთ მომავალი არჩევნებიც. ქართველ ხალხს მოუწევს აირჩიოს ქვეყნის ტრაექტორია და, საბოლოო ჯამში, მთავრობის ქმედებებს შესაძლოა გავლენა ჰქონდეს იმ სარგებელზე, რასაც ევროინტეგრაციით იღებენ, თუმცა არ მიგვიღია არანაირი გადაწყვეტილება.

თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

კომენტარები