საქართველო-აშშ

"აშშ რჩება საქართველოს სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერად" – აშშ-ს საელჩო 26 მაისზე

"აშშ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად" - აშშ-ს საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. 

"გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო!

ბედნიერად აღგენიშნოთ თქვენი რთულად მოპოვებული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დღე.

შეერთებული შტატები კვლავაც რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად" - წერია საელჩოს გავრცელებულ განცხადებაში.

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისი პირველი რესპუბლიკის მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღეა. 

კომენტარები