რუსული კანონი

ხაბეიშვილი: ბოროტებაზე გამარჯვება ასე ახლოს არასდროს ყოფილა

მას შემდეგ, რაც საქართველო იზოლაციაში ექცევა, აშშ სანქციებს აწესებს, ევროპა კი ღიად ამბობს, რომ საქართველო ასე ევროკავშირში ვერ მოხვდება, როცა ივანიშვილის ხელისუფლება ლეწვა-მტვრევითა და დაკავებებით ინარჩუნებს ხელისუფლებას - ყველა თანამდებობის პირს, საჯარო სამსახურში მომუშავე ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ ის საქართველოსა და ხალხს აღარ ემსახურება. ახლა "თანამდებობაზე" ყოფნა ნიშნავს, რომ პირადად ივანიშვილს ემსახურები და მისი ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის თანამონაწილე ხარ.

საქართველო განსაცდელშია და დღეს დუმილი დანაშაულია. ივანიშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს უფსკრულში გადაჩეხვას და თან აყოლებს ჩვენი შვილების მომავალს. ვინც ხმას არ იღებთ და აგრძელებთ ივანიშვილის მსახურებას და არა ხალხისას, უნდა გესმოდეთ, რომ აბსოლუტურად იდენტურია თქვენი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ისტორიის წინაშე. ღირსეული მოქალაქეების იმედი მაქვს, ადამიანების, ვინც უბრალოდ უარს იტყვით ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაზე.

მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის.

ბოროტებაზე გამარჯვება ასე ახლოს არასდროს ყოფილა - ძალა ერთობაშია.

წერს Facebook-ზე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი. აშშ-მა რეჟიმისა და მათი ოჯახების წევრების მიმართ სანქციების პოლიტიკა გამოაცხადა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების მიხედვით, ახალი პოლიტიკა ითვალისწინებს სავიზო შეზღუდვებსა და აშშ-ში მოგზაურობის აკრძალვას. ჯერჯერობით არ გამოქვეყნებული იმ პირების სია, ვისაც სანქციები დაუწესდებათ.

კომენტარები