ქართული ოცნების დეპუტატი, გრეტა წიწავა BMG-სთან აშშ-ის მიერ რეჟიმისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ სანქციების დაწესების პოლიტიკის გამოცხადებას გამოეხმაურა.
დეპუტატმა ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, რომ ის სანქციებისთვის მზად არის და მისთვის ეს "პრობლემა არაა".
"ჩემი ქვეყნისა და ჩემი ოჯახის სიყვარულის გამო თუ ვინმე მასანქცირებს, დამასანქციროს". - ამბობს წიწავა.
დეპუტატი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განაცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც მან სანქციებთან დაკავშირებით გააკეთა.
"ნამდვილად გამაოგნებელი იყო, როდესაც ერთი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი მეორე ქვეყნის უმრავლესობის მიერ არჩეულ დეპუტატს მიუთითებს, რა კანონი უნდა მიიღოს. მეორე, უფრო შემაშფოთებელი იყო, როცა ოჯახის წევრებზე, კარის მეზობლებზე იყო დასანქცირებაზე საუბარი". - თქვა წიწავამ.
"საერთოდ, მე ყოველთვის საქართველოში ვისვენებ". - ასე უპასუხა წიწავამ BMG-ის ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, სად დაისვენებს, თუ ის აშშ-ში ვეღარ წავა.
აშშ-მა რეჟიმისა და მათი ოჯახების წევრების მიმართ სანქციების პოლიტიკა გამოაცხადა. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების მიხედვით, ახალი პოლიტიკა ითვალისწინებს სავიზო შეზღუდვებსა და აშშ-ში მოგზაურობის აკრძალვას. ჯერჯერობით არ გამოქვეყნებული იმ პირების სია, ვისაც სანქციები დაუწესდებათ.





