რუსული კანონი

კარასინი: ვეთანხმები კობახიძეს, რომ კანონი რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის საბაბია

ვეთანხმები საქართველოს პრემიერმინისტრს იმ განცხადებაში, რომ პარლამენტის მიერ მიღებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონი (დასავლეთის მხრიდან) მხოლოდ საბაბია რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნისკენ.

ეს შესამჩნევი გახდა 2022 წლიდან, როდესაც ჩვენი ქვეყნის დასუსტების მიზნით, დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ღია შეტევაზე გადავიდა.

სრულიად გამართლებულია პრემიერის განცხადება იმის შესახებ, რომ ეს ინტერესი არსად გამქრალა...

გასაგებია, რომ რუსეთის პოზიციაზე მორიგ თავდასხმასთან გვაქვს საქმე.

რაც შეეხება თავად საქართველოს ბედს, ეს დასავლური საზოგადოების განსაკუთრებული თამაშია.

წერს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი.

კომენტარები