რუსული კანონი

წულუკიანი ვარჰეიზე: ნებისმიერ შემთხვევაში, ეს აღიქმება ნამდვილად მუქარად მსმენელის მიერ

რა თქმა უნდა, მისასალმებელია კომისრის, ბატონი ვარჰეის საპასუხო განცხადება და განმარტება. ჩვენც და მთელ საზოგადოებას გვქონდა მოლოდინი, რომ ნათელი მოეფინებოდა თვითონ სიტყვების ავტორის მიერ ამ ყოველივეს. რა თქმა უნდა, ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს იყო, ასე ვთქვათ, არა რაიმე ტიპის განზრახვა, მუქარასთან დაკავშირებით, არამედ ქართულად რომ ვიტყვით ხოლმე - "სიტყვის მასალად", გამაფრთხილებელი ფორმით გაკეთებული და მაგალითად მოყვანილი, როგორც ამას თავად კომისარი ამტკიცებს განცხადებაში. მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო მოტივი თუ კონტექსტი, რა კონტექსტშიც ბატონმა კომისარმა ეს ბრძანა და ეს ის კომისარია, რომელიც ძალიან ხშირად საქართველოს ევროკავშირის სტრუქტურებში დახმარებია, ხელშემწყობი პოზიცია ჰქონია. რაც არ უნდა ყოფილიყო კონტექსტი, ნებისმიერ შემთხვევაში და ვერავინ იტყვის საწინააღმდეგოს, ეს აღიქმება ნამდვილად მუქარად, იმის მიერ, ვინც ამას ისმენს.

რაც შეეხება პოლარიზაციას, ბევრჯერ ვთქვით და კიდევ გავიმეორებ, სწორედ ასეთი კანონის უქონლობა იწვევს ქვეყანაში, მე არ ვიცი როგორ არის ეს სხვაგან, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ასეთი რეგლამენტაციის და რეგულაციის და კანონების უქონლობა იწვევს დეპოლარიზაციას და შემდეგ, ამ დეპოლარიზაციის გადაზრდას რადიკალიზმში. ამიტომ, ქართული კანონი გამჭვირვალობის შესახებ  ყველა პრობლემას ვერ გადაჭრის, მაგრამ ხელს შეგვიწყობს, რომ როგორმე სიტუაცია დამშვიდებისკენ წავიდეს. რა თქმა უნდა, ვნებათაღელვები კიდევ იქნება ვეტოს გადალახვის პროცესში და ეს ნამდვილად გადაილახება, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს კანონი ხელს შეუწყობს მდგომარეობის დამშვიდებას.

ამბობს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ტელეკომპანია იმედის ეთერში.

კომენტარები